„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ავღანეთში, ქაბულის უნივერსიტეტზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი დააკავეს

15:57, 14.11.2020

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ავღანეთში, ქაბულის უნივერსიტეტზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი დააკავეს.

„თავდასხმის მიზანი ხალხის თვალში მთავრობის სუსტად წარმოჩენა, მასზე ზეწოლა და მისი დამცირება იყო“, – განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, ამრულა სალეჰმა.

სალეჰის თქმით, თავდამსხმელები ტერორისტული ორგანიზაციის „ჰაკანის ქსელის“ მიერ იყვნენ დაქირავებული.

2 ნოემბერს სამი შეიარაღებული პირი ქაბულის უნივერსიტეტს თავს დაესხა, რის შედეგადაც 22 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 27 დაშავდა. ავღანეთის სპეცსამსახურებმა სამივე თავდამსხმელის ლიკვიდირება ადგილზე მოახერხეს.

მსგავსი