„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ავღანეთში, ქაბულის უნივერსიტეტზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი დააკავეს
„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ავღანეთში, ქაბულის უნივერსიტეტზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირი დააკავეს.
„თავდასხმის მიზანი ხალხის თვალში მთავრობის სუსტად წარმოჩენა, მასზე ზეწოლა და მისი დამცირება იყო“, – განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, ამრულა სალეჰმა.
სალეჰის თქმით, თავდამსხმელები ტერორისტული ორგანიზაციის „ჰაკანის ქსელის“ მიერ იყვნენ დაქირავებული.
2 ნოემბერს სამი შეიარაღებული პირი ქაბულის უნივერსიტეტს თავს დაესხა, რის შედეგადაც 22 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 27 დაშავდა. ავღანეთის სპეცსამსახურებმა სამივე თავდამსხმელის ლიკვიდირება ადგილზე მოახერხეს.