„დოიჩე ველე“ - აშშ-ის სამთავრობო წყაროს ინფორმაციით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი მაისში ჩინეთში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი უილიამ ბარნსი გასულ თვეს ჩინეთში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა.
აშშ-ის სამთავრობო წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ჩინელ კოლეგას შეხვდა და ხაზი გაუსვა სადაზვერვო არხებში კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას. შეხვედრის შესახებ სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ უილიამ ბარნსი მხოლოდ ჩინელ კოლეგებს შეხვდა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა არ ყოფილა.
პეკინსა და ვაშინგტონს შორის კავშირები ბოლო თვეების განმავლობაში დაიძაბა ტაივანთან დაკავშირებით, ასევე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის მზარდი სამხედრო აქტივობის და რუსეთთან ჩინეთის მჭიდრო კავშირების გამო.