უილიამ ბარნსი – პუტინი მოლაპარაკებებისთვის სერიოზულად არ არის განწყობილი და ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლია უკრაინისა და დასავლეთის განადგურება

12:22, 12.04.2023

ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის სერიოზულად არ არის განწყობილი და ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლია უკრაინისა და დასავლეთის განადგურება, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, უილიამ ბარნსმა განაცხადა.

უილიამ ბარნსის თქმით, უკრაინის პროგრესი ბრძოლის ველზე არის ფაქტორი, რომელიც, დიდი ალბათობით, აყალიბებს დიპლომატიის პერსპექტივას მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზგასმით ისაუბრა უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ „უამრავი საქმეა სასწორზე უახლოეს თვეებში“.

უილიამ ბარნსის განცხადებით, ომამდე პუტინი ღრმად ცდებოდა უკრაინის შესახებ თავის ვარაუდებში.

მსგავსი