უილიამ ბარნსი - პუტინი მოლაპარაკებებისთვის სერიოზულად არ არის განწყობილი და ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლია უკრაინისა და დასავლეთის განადგურება
ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის სერიოზულად არ არის განწყობილი და ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლია უკრაინისა და დასავლეთის განადგურება, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, უილიამ ბარნსმა განაცხადა.
უილიამ ბარნსის თქმით, უკრაინის პროგრესი ბრძოლის ველზე არის ფაქტორი, რომელიც, დიდი ალბათობით, აყალიბებს დიპლომატიის პერსპექტივას მიმდინარე კონფლიქტის დასასრულებლად.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზგასმით ისაუბრა უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ „უამრავი საქმეა სასწორზე უახლოეს თვეებში“.
უილიამ ბარნსის განცხადებით, ომამდე პუტინი ღრმად ცდებოდა უკრაინის შესახებ თავის ვარაუდებში.