დნიპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დნიპროს აეროპორტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დნიპროს აეროპორტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
„ღამით მტერმა დაბომბა დნიპროს აეროპორტი. ორი სარაკეტო დარტყმა. განადგურებულია ასაფრენი ბილიკი. დაზიანებულია ტერმინალი. მასშტაბური განადგურებებია“, – წერს რეზნიჩენკო საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.
ამასთან რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ აეროპორტის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.