დნეპროპეტროვსკის რეგიონზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაშავდა
დნეპროპეტროვსკის რეგიონზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
„დნეპროში შუაღამით ძლიერი აფეთქებები მოხდა. მტერმა ქალაქს რაკეტებით დაარტყა. ერთი მათგანი ჩამოგდებულია“, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა სატრანსპორტო ობიექტი და დაზიანდა ათამდე შენობა. ასევე, დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი და გაზსადენები. დაშავებულები ამ დროისთვის ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.