უკრაინაში დმიტრო კულებას შემცვლელი დაასახელეს.
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კულებას პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგა დაიკავებს.
სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2024 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე, 2016-2021 წლებში იყო უკრაინის ელჩი თურქეთში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გადაწყვეტილების მიზეზი კულებას არ განუმარტავს.