დმიტრო კულებამ ისრაელის ავიახაზებს მიმართა - „მირ“-ის გადახდის ღილაკის გამოყენება დაბლოკილია, მადლობელი ვარ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ოპერაციებისთვის, მიიღეთ ჩემი ბოდიში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ისრაელის ავიახაზებს ბოდიში მოუხადა. აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„მართლაც, „მირ“-ის გადახდის ღილაკი ვებგვერდზე დარჩა, მაგრამ მისი გამოყენება დაბლოკილია. მადლობელი ვარ ისრაელის ავიახაზების მისი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ოპერაციებისთვის და მიიღეთ ჩემი ბოდიში“, – წერს დმიტრო კულება.
გასულ დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ის საშუალებით იღებს გადახდას, რაც ამორალურია და ზიანს აყენებს უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებს.