დმიტრო კულება – ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით იღებს გადახდებს, ეს ამორალურია და დარტყმაა უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით იღებს გადახდებს.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ამორალურია და უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებზე დარტყმას წარმოადგენს.
„ვიდრე მსოფლიო სანქციებს უწესებს რუსეთს უკრაინაში ბარბაროსული სისასტიკისთვის, ზოგიერთი უკრაინული სისხლით გაჟღენთილი ფულის კეთებას ამჯობინებს. სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით იღებს გადახდებს. ამორალურია და დარტყმაა უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებზე“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.
While the world sanctions Russia for its barbaric atrocities in Ukraine, some prefer to make money soaked in Ukrainian blood. Here is @EL_AL_ISRAEL accepting payments in Russian banking system ‘Mir’ designed to evade sanctions. Immoral and a blow to Ukrainian-Israeli relations. pic.twitter.com/ZrqVS8Ury5
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 7, 2022