დმიტრო კულება - ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით იღებს გადახდებს, ეს ამორალურია და დარტყმაა უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით იღებს გადახდებს.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ამორალურია და უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებზე დარტყმას წარმოადგენს.
„ვიდრე მსოფლიო სანქციებს უწესებს რუსეთს უკრაინაში ბარბაროსული სისასტიკისთვის, ზოგიერთი უკრაინული სისხლით გაჟღენთილი ფულის კეთებას ამჯობინებს. სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით იღებს გადახდებს. ამორალურია და დარტყმაა უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებზე“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერზე“.