დმიტრო კულებამ ისრაელის ავიახაზებს მიმართა – „მირ“-ის გადახდის ღილაკის გამოყენება დაბლოკილია, მადლობელი ვარ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ოპერაციებისთვის, მიიღეთ ჩემი ბოდიში

14:29, 08.03.2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ისრაელის ავიახაზებს ბოდიში მოუხადა. აღნიშნულის შესახებ დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„მართლაც, „მირ“-ის გადახდის ღილაკი ვებგვერდზე დარჩა, მაგრამ მისი გამოყენება დაბლოკილია. მადლობელი ვარ ისრაელის ავიახაზების მისი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ოპერაციებისთვის და მიიღეთ ჩემი ბოდიში“, – წერს დმიტრო კულება.

გასულ დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ის საშუალებით იღებს გადახდას, რაც ამორალურია და ზიანს აყენებს უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებს.

მსგავსი