დმიტრო კულებამ და ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის აგრესიის შეკავების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის აგრესიის შეკავების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სატელეფონო საუბრისას ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებას გააცნო მიმდინარე კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შედეგები. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის აგრესიის შეკავების სტრატეგიის შემუშავების ნაბიჯებზე შეთანხმდნენ და რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებული ევროატლანტიკური სანქციების მომზადების საკითხზე იასუბრეს.
ასევე მხარეებმა ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებების დინამიკა განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ რუსეთი მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდებში კონსტრუქციულ პოზიციას გამოიჩენს.
სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობა დამატებითი დახმარების გაწევის საკითხში, უკრაინის ეკონომიკური და ფინანსური სიმტკიცის გასაძლიერებლად. თავის მხრივ, დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს რუსეთის შესაძლო ფაბრიკაციულ ქმედებებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნება შესაძლებელს ხდის გეგმების განხორციელების აღკვეთას და შეთანხმდნენ, გააგრძელონ თანამშრომლობა ამ სფეროში.