დმიტრო კულება - ვხედავთ, რა ხდება ფრონტზე, რას აკეთებს რუსეთი, თუმცა დიპლომატიამ ჯერ კიდევ შეიძლება, იმუშაოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება შექმნილი კრიზისის დილომატიური გზით მოგვარების შანსს ჯერ კიდევ ხედავს, – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაკეთებულ ვიდეომიმართავში განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ფრონტზე, ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს რუსეთი, თუმცა დიპლომატიამ ჯერ კიდევ შეიძლება, იმუშაოს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კულებას თქმით, უახლოეს დღეებში იგეგმება დიპლომატიური ნაბიჯების სერია, რომელთა შორისაა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრა, ასევე მსოფლიო ლიდერების სატელეფონო საუბრები ვლადიმერ პუტინთან.
„ჩვენ გამოვიყენებთ ნებისმიერ მცირე შესაძლებლობას, შევაკავოთ რუსეთი დიპლომატიის სივრცეში. ჩვენი პარტნიორები ამაში მხარს დაგვიჭერენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის არ უნდა მოვემზადოთ“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.