დმიტრო კულება - უკრაინა მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც დაეხმარება ქვეყანას ომის დასრულებასა და ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენაში
დმიტრო კულება - უკრაინა მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც დაეხმარება ქვეყანას ომის დასრულებასა და ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენაში

უკრაინა მიესალმება ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც დაეხმარება ქვეყანას ომის დასრულებასა და ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენაში, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეთავაზებას რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობის შესახებ.

„სიმართლეა, რომ უკრაინასა და თურქეთს აქვს შესანიშნავი ურთიერთობები. პრეზიდენტ ერდოღანსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ნდობის მაღალი დონეა. უკრაინა რჩება ერთგული ნორმანდიული ფორმატის მუშაობისადმი, თუმცა ჩვენ არასდროს შევწინააღმდეგებივართ ნებისმიერ შეთავაზებას ან ინიციატივებს სხვა პარტნიორებისა და მეგობრებისგან. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც დაგვეხმარება, დავასრულოთ ეს ომი, დავიბრუნოთ კონტროლი უკრაინულ ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დმიტრო კულებას თქმით, უკრაინამ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიისწრაფის, თუმცა თუ რუსეთი თავს დაესხმება, უკრაინა საკუთარ თავს ყველა არსებული საშუალებით დაიცავს.