დმიტრო კულება - სხვადასხვა ქვეყნიდან ისმის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებია საჭირო, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ხმები გაქრეს
დმიტრო კულება - სხვადასხვა ქვეყნიდან ისმის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებია საჭირო, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ხმები გაქრეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკრაინას რთულ შემოდგომას უწინასწარმეტყველებს, რის ერთ-ერთ მიზეზადაც ასახელებს მსოფლიოში გავრცელებულ ხმებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებია საჭირო.

„ძალიან რთული პოლიტიკური სეზონი იქნება, ყველას ვაფრთხილებ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ყველა ფრონტზე, მაგრამ რთული შემოდგომა იქნება“, – განაცხადა კულებამ.

კითხვაზე, რას ნიშნავს „მძიმე შემოდგომა“ დიპლომატიური გაგებით, კულებამ უპასუხა, რომ იქნება ბევრი რთული საერთაშორისო სამიტი, რომლებზეც უკრაინას დასჭირდება „არა მხოლოდ ტრადიციული მეგობრები ევროპიდან, არამედ მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა“.

„თქვენ ისმენთ მთელ ამ ხმებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისმის, რომ არის „პრობლემები“, რომ მოლაპარაკებებია საჭირო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში, რომ ეს ხმები გაქრეს“, – განაცხადა კულებამ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი მუჰამედ ბინ ზაიდი გეგმავს ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებას გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კი განაცხადეს, რომ მხოლოდ ზელენსკის შეუძლია, გადაწყვიტოს, შეხვდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტს.