დმიტრო კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ეს ცუდი ხუმრობაა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ეს ცუდი ხუმრობაა.
უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას რუსეთი როტაციის პრინციპით პირველი აპრილიდან გადაიბარებს.
„პირველი აპრილიდან გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა. რუსეთს უზურპირებული აქვს ეს ადგილი. ის აწარმოებს კოლონიალურ ომს. მისი ლიდერი – სამხედრო დამნაშავეა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილია ბავშვების მოტაციებისთვის. მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხო, როდესაც რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოშია“, – წერს დმიტრო კულება „ტვიტერში“.