დმიტრო კულება - ფრონტზე ვითარება ალბათ უფრო რთული და სერიოზულია, ვიდრე ორი წლის წინ იყო
ფრონტზე ვითარება ალბათ უფრო რთული და სერიოზულია, ვიდრე ორი წლის წინ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანა საჭირო იარაღის, კერძოდ, საბრძოლო მასალის დეფიციტს განიცდის.
დმიტრო კულებას განცხადებით, 23 იანვარს, დილით რუსეთის მასობრივი სარაკეტო დარტყმა იმის მტკიცებულებაა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტები.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოება და ასე გააგრძელებს, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ დასავლეთის თავდაცვის ინდუსტრიას არ შეუძლია საკმარისი პროდუქციის წარმოება“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.