დმიტრო კულება - ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას
ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი იმართება.
„დღეს აქ ვარ, სადაც ყურადღებას გავამახვილებთ არა მხოლოდ საგარეო საკითხებზე, არამედ ევროპული საბჭოს მიერ მოსამზადებელ საკითხებზე. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ველოდებით, რომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის საშინაო დავალებას“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
ამასთან, დმიტრო კულებას კითხვა დაუსვეს არგენტინაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტი ზელენსკი არგენტინაშია, მე – ბრიუსელში. ამიტომ არ ვიყავი ჩართული ამ მოკლე საუბარში. არ შემიძლია, გაგიზიაროთ ატმოსფერო. მათ შორის იყო კომენტარების გაცვლა. დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვხვდები. ეს იქნება ჩვენი პირველი პირისპირი შეხვედრა რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ და ვფიქრობ, ეს ფაქტი უკვე თავისთავად მეტყველებს, რომ ჩვენ განვაგრძობთ დიალოგს, ვესაუბრებით უნგრეთს. როგორც ვთქვი, უკრაინამ შეცვალა კანონმდებლობა განათლებისა და ეროვნული უმცირესობების ენის გამოყენების შესახებ იმ მხრივ, როგორც უნგრეთს სურდა, შეცვლილიყო. ამიტომ ეს ფაქტი უნდა დაფასდეს“, – აღნიშნა კულებამ.