დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდის გამოყოფაზე დასტურისთვის უნგრეთს ერთი თვის ვადა მიეცა, თუ შედეგი არ იქნება, თანხა მაინც გამოიყოფა
დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდის გამოყოფაზე დასტურისთვის უნგრეთს ერთი თვის ვადა მიეცა, თუ შედეგი არ იქნება, თანხა მაინც გამოიყოფა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. ამის შესახებ კულებამ ტელემარათონის დროს განაცხადა.

კულებამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა უნგრეთის ვეტოს გამო, არამედ იმიტომ, რომ დარჩენილი 26 ევროპული ქვეყანა უნგრეთს აძლევს დროს, რათა საბოლოოდ შეთანხმდნენ უკრაინის გაწევრიანებაზე.

„მათ არ სურთ, ჰქონდეთ სიტუაცია, სადაც „მინუს ერთი“ გადაწყვეტილებები მუდმივად მიიღება“, – ამბობს კულება.

ამასთან კულებამ აღნიშნა, რომ უნგრეთს მოლაპარაკებისთვის ერთი თვე მიეცა, მაგრამ თუ შედეგი არ იქნება, თანხა მაინც გამოიყოფა.