ქალაქ დმანისში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ორი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი მთლიანად დაზიანებულია, ასევე დაზარალდნენ კერძო სახლების მეპატრონეებიც.
ქალაქში ამ დროისთვის ზიანის აღწერა მიმდინარეობს. სტიქიის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოებიც დაიწყო. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, ხოლო სახლების გადახურვას დმანისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.