დმანისის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა პრემიერა ონლაინ რეჟიმში გამართა
დმანისის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა პრემიერა ონლაინ რეჟიმში გამართა

ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის „ფეისბუქის“ გვერდზე პრემიერა შედგა. მსახიობებმა ონლაინ რეჟიმში ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ პრემიერა გამართეს. სპექტაკლის პრემიერა სცენაზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ თეატრი ვერ დაელოდება პანდემიის დასრულებას.

„თეატრი არ წყვეტს მაყურებელთან კომუნიკაციას და საახალწლო დღეებში შესაძლებლობას გაძლევთ, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ სივრცეში ისიამოვნოთ თეატრის ახალი სპექტაკლით“, – აცხადებენ თეატრში.

სპექტაკლი 55 წუთიანია. მაყურებლებმა მსახიობები ტაშის ნაცვლად „ფეისბუქში“ – გულებითა და მოწონებებით დააჯილდოვეს.