ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია საქართველოში პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეშ ქმედებებს გმობს
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია გმობს საქართველოში პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ უხეშ ქმედებებს.
ორგანიზაცია საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გაიყვანეს საქართველოს პარლამენტის შენობიდან და რომ თბლისში, პარლამენტის გარშემო საპროტესტო აქციის გაშუქებისას, ათზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.
ჟურნალისტთა საერთაშორისო და ევროპული ფედერაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ ჟურნალისტების დევნა და პატივი სცენ პრესის თავისუფლებასა და ინფორმაციის მიღების უფლებას.
„ჩვენ ვუერთდებით საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაციას და ვგმობთ პოლიციის უხეშ ქმედებებს ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც მხოლოდ თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საჯარო მოვლენის გაშუქებისას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მისცეს ჟურნალისტებს უსაფრთხოდ მუშაობს შესაძლებლობა და გააძლიერონ ქვეყანაში პრესის თავისუფლება“, – განაცხადა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ენტონი ბელანგერმა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე საქართველოს პირველი არხის ხუთი თანამშრომელი დაშავდა. მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.