ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული - მინდოდა, ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, როგორც ქრისტიანს, ემოციებიდან გამომდინარეა ყველაფერი
ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული - მინდოდა, ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, როგორც ქრისტიანს, ემოციებიდან გამომდინარეა ყველაფერი

5 ივლისს მედიასაშუალებებელის წარმომადგენელთა თავდასხმაში ბრალდებული არც ერთი პირი დანაშაულს არ აღიარებს.

როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა, აკაკი ნაკაშიძემ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, 5 ივლისს აღელვებული იყო და სასამართლოს ამის გათვალისწინება სთხოვა.

„ძალადობის წინააღმდეგ ვიყავი. მინდოდა, ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, როგორც ქრისტიანს. ქაოსმა მოიცვა ყველაფერი, ემოციებიდან გამომდინარე იყო, თუ გამითვალისწინებთ. ემოციებიდან გამომდინარეა ყველაფერი“, – აღნიშნა ბრალდებულმა, აკაკი ნაკაშიძემ.

დანაშაულს არ აღიარებს კიდევ ერთი ბრალდებული თორნიკე დავლაშელიძე და აცხადებს, რომ მისი ძალადობა  არ ყოფილა არავის მიმართ.

„სადაც ვყოფილვარ, რა საზოგადოებაშიც, ვერავინ იტყვის, რომ დამნაშავე, ქურდი ან ყაჩაღი ვარ. სიყვარულის, ადამიანობის მომხრე ვარ. ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ გაითვალისწინებთ. ჩემი მხრიდან არავის მიმართ არ იყო ძალადობა“, – აღნიშნა ბრალდებულმა თირნიკე დავლაშელიძემ.

საქალაქო სასამართლო 5 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.