ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული – მინდოდა, ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, როგორც ქრისტიანს, ემოციებიდან გამომდინარეა ყველაფერი
5 ივლისს მედიასაშუალებებელის წარმომადგენელთა თავდასხმაში ბრალდებული არც ერთი პირი დანაშაულს არ აღიარებს.
როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა, აკაკი ნაკაშიძემ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, 5 ივლისს აღელვებული იყო და სასამართლოს ამის გათვალისწინება სთხოვა.
„ძალადობის წინააღმდეგ ვიყავი. მინდოდა, ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, როგორც ქრისტიანს. ქაოსმა მოიცვა ყველაფერი, ემოციებიდან გამომდინარე იყო, თუ გამითვალისწინებთ. ემოციებიდან გამომდინარეა ყველაფერი“, – აღნიშნა ბრალდებულმა, აკაკი ნაკაშიძემ.
დანაშაულს არ აღიარებს კიდევ ერთი ბრალდებული თორნიკე დავლაშელიძე და აცხადებს, რომ მისი ძალადობა არ ყოფილა არავის მიმართ.
საქალაქო სასამართლო 5 ივლისს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.