ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი მზად არის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად
ევროკავშირი მზად არის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა გერმანიის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრა. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ურყევი განზრახვა მხარი დავუჭიროთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უკრაინის მდგრადობის გაძლიერების გზების განხილვისას“, – აღნიშნა ბორელმა პრესკონფერენციაზე.