ჟინვალთან გაჩერებული ავტომანქანების მძღოლები საკვებითა და წყლით მოამარაგეს
ჟინვალთან გაჩერებული ავტომანქანების მძღოლები საკვებითა და წყლით მოამარაგეს

მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები უკვე მეოთხე დღეა, ჟინვალთან არიან გაჩერებულები. რამდენიმე დღეა, გზა ზვავსაშიშროებისა და თოვლის გამოა ჩაკეტილი.

დღეს მგზავრები საკვებითა და წყლით ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. ადგილზე დილიდან იმყოფება დუშეთის მერი.

როგორც მგზავრები აცხადებენ, მათ საწვავისა და ცხელი საკვების პრობლემა აქვთ.

დუშეთის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის განმარტებით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ისინი გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციას ელოდებიან, რათა გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყონ.