ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება სპეციალური რეჟიმით აღდგა
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება სპეციალური რეჟიმით აღდგა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა სპეციალური რეჟიმით.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო კმ22-კმ106 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.