კლდის მასის ჩამოშლის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია

12:18, 28.06.2022

კლდის მასის ჩამოშლის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ63 და კმ65 მონაკვეთებზე ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც კმ60- კმ70 მონაკვეთზე, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი