ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 91-ე კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 91-ე კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ91 მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე გადმოდის უხვი რაოდენობით წყალი. შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.