ჟიგიმანტას პავილიონისი - სამი-ოთხი წლის წინ შევამჩნიე, რომ ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა, ეს არის საბჭოთა მიდგომა
სამი-ოთხი წლის წინ შევამჩნიე, რომ ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა. ეს არის საბჭოთა მიდგომა, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პავილიონისს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ მან უარი უთხრა შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფს.
„ძალიან საბჭოურია, რადგან მე შევამჩნიე აღნიშნული ტენდენცია 3-4 წლის წინ. ვინც კი აკრიტიკებდა ქართულ მთავრობას, შეხვედრები აღარ ხდებოდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ხშირად ჩამოვსულვარ და ისინი შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ. ერთი მცირე გამონაკლისი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა, მაგრამ თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი, აღარ გხვდებიან. ეს არის საბჭოთა მიდგომა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ როდესაც ჩამოვედი, ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველო იყო წამყვანი ევროკავშირსა და ნატო-ში. ამჟამად არავის აქვს ამ თემების განხილვის დრო. მე მოლაპარაკებას ვაწარმოებდი ჩემი ქვეყნის გაწევრიანებაზე და თქვენ უნდა გესმოდეთ, ევროკავშირში თუ გსურთ შესვლა, ეს გახლავთ საუკეთესო მაგალითი იმ ქვეყნებისა, რომლებსაც შეიძლება შეხედო. ეს ეხება არამხოლოდ ევროპულ საბჭოს, ევროპულ პარლამენტს, ევროპულ კომისიას, ეს გულისხმობს თითოეულ მთავრობას და პარლამენტს. პარლამენტის შიგნითაც კი კომიტეტებმა კენჭი უნდა უყარონ დადებითად. ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. მიერთების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი. ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს პროცესი. „ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ მათ აქვთ გარანტია მიერთების, ისინი იტყუებიან“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.