ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ნატო-ში მიწვევაზე უკრაინისთვის უარში გადამწყვეტი როლი ითამაშა ვაშინგტონმა
ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ნატო-ში მიწვევაზე უკრაინისთვის უარში გადამწყვეტი როლი ითამაშა ვაშინგტონმა

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი აკრიტიკებს აშშ-ს ნატო-ში უკრაინის მიწვევაზე უარის თქმის გამო.

როგორც ლიეტუველი დეპუტატი აცხადებს, ნატო-ში მიწვევაზე უკრაინისთვის უარში გადამწყვეტი როლი ითამაშა აშშ-მა. ჟიგიმანტას პავილიონისის მტკიცებით, აშშ-ში მისი ვიზიტის დროს კონგრესის წევრთა ნახევარი მხარს უჭერდა უკრაინის ნატო-ში მიწვევას.

„ბაიდენი ვილნიუსში როცა ჩავიდა და საჯაროდ თქვა ის, რასაც მე პირადად მეუბნებოდა მერკელი ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე, რომ „ბოდიში, პუტინმა 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ნატო-ს გაფართოება, რადგანაც მიმდინარეობს ომი“, მე დავსვი კითხვა: რა? ეს ხომ რუსული სიცრუე და პროპაგანდაა, ბოდიში გულწრფელობისთვის. პუტინმა თქვა ასე და ყველამ დაიჯერა, მაგრამ ეს ხომ სიცრუეა“, – აღნიშნავს ჟიგიმანტას პავილიონისი.

მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არა ფრანგები ან გერმანია, არამედ ვაშინგტონია.

„არ დაგწყდეთ გული, ვიდრე გამარჯვებამდე მივიდოდით, ასეთი სამიტი გვქონდა სადღაც 12. უკრაინელებისთვის ეს პირველი სერიოზული სამიტია ნატო-ში განაცხადის შეტანის შემდეგ. ჩვენ ჯერ გზის ნახევარი გავიარეთ. თქვენ ერთადერთი ქვეყანა ხართ ნატო-ში შესვლის მსურველ სახელმწიფოებს შორის, რომელმაც მიიღო სიტყვა „მიწვევა“. ჩვენ ამ სიტყვისთვის ექვსი თვე ვიბრძოდით. ის არ არის ისეთი მკაფიო, თუმცა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებაში მაინც წერია. თქვენ ერთადერთი სახელმწიფო ხართ, რომელსაც უთხრეს, რომ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა არ გჭირდებათ. სტოლტენბერგმა კარგად თქვა, უკრაინას დარჩა მხოლოდ ერთი ნაბიჯი ნატო-ში მიწვევამდე“, – მიმართა ლიეტუველმა დეპუტატმა უკრაინელებს.