ჟან-კლოდ იუნკერი - თუ საუბარია რუსეთზე, მაშინ ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის
თუ საუბარია რუსეთზე, მაშინ ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ძალიან ყურადღებით ვუსმენდი არჩეული პრეზიდენტის განცხადებებს. რუსეთთან მიმართებაში მასსა და პოროშენკოს განცხადებებს შორის არსებით განსხვავებას ვერ ვხედავ“, – განაცხადა იუნკერმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს“, – აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.