ჟან-კლოდ იუნკერი – თუ საუბარია რუსეთზე, მაშინ ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის

15:02, 29.04.2019

თუ საუბარია რუსეთზე, მაშინ ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ძალიან ყურადღებით ვუსმენდი არჩეული პრეზიდენტის განცხადებებს. რუსეთთან მიმართებაში მასსა და პოროშენკოს განცხადებებს შორის არსებით განსხვავებას ვერ ვხედავ“, – განაცხადა იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს“, – აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

მსგავსი