დიუსელდორფის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად ერთი პაციენტი დაიღუპა, 20 კი დაშავდა
გერმანიაში, დიუსელდორფის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძრის შედეგად ერთი პაციენტი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ხანძარი საავადმყოფოს მეორე სართულზე ერთ-ერთ პალატაში გაჩნდა.
საავადმყოფოდან 100 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 72 ადამიანი კვამლის გამო შეუძლოდ გახდა. დაშავებულები ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.