დიპლომატებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად გარბენში მიიღეს მონაწილეობა [ფოტო]
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ლისის ტბაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად დიპლომატიურ გარბენში მიიღეს მონაწილეობა.
სპორტულ აქტივობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც ჩაერთო.
„სილქ როუდ ქაფ-2019“-ის გარბენის მონაწილეებს სერთიფიკატები, გამარჯვებულებს კი, სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცათ.
ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება.