ავსტრია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს
ავსტრია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

ავსტრია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაცია ავსტრიულ გამოცემას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენეციის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი „არასასურველ პირად“ გამოცხადდა და ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ.

როგორც ცნობილია, ავსტრიამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი თავის დიპლომატებს, შესაძლოა, სადაზვერვო საქმიანობისთვის იყენებდა.

მანამდე სწორედ ავსტრიული გამოცემა წერდა, რომ ბოლო წლებში რუსეთის საელჩოში აკრედიტებული 23 დიპლომატია ჩართული სადაზვერვო საქმიანობაში, ხოლო ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაილსი, რომელიც ახლა რუსეთში ცხოვრობს, შესაძლოა, ეხმარებოდა ამ პირებს სამინისტროდან ინფორმაციის მიღებაში.