დიმიტრი პესკოვი - რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს, რუსეთი არის ევროპაში უკანასკნელი ქვეყანა, რომელსაც საერთოდ სიტყვა „ომის“ წარმოთქმა სურს
რუსეთი არასდროს არავის ესხმის თავს პირველი. ამის შესახებ ტელეკომპანია „რასია 1-ის“ ეთერში კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს ყველაზე ნაკლებად სურს ევროპის ქვეყნებს შორის სიტყვა „ომის“ წარმოთქმაც კი.
„შეგახსენებთ, რომ რუსეთი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში არასდროს არავის დასხმია თავს. რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გადაიტანა, უკანასკნელი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც საერთოდ სიტყვა „ომის“ წარმოთქმა სურს“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან დასავლური ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებების ხასიათი კონსტრუქციულია და მკვეთრად განსხვავდება ამ სახელმწიფოების მედიასაშუალებების ისტერიკისგან.
„სინამდვილეში ამ ქვეყნების მედიაში განვითარებული ისტერიკა არსებითად კონტრასტულია მოლაპრაკებების ხასიათისგან. დიახ, ისმევა კითხვები, რომ „ჩვენი მონაცემებით, არსებობს აგრესიული გეგმები“. თუმცა საკმაოდ დიპლომატიურად. პრეზიდენტი ამ ყველა შეკითხვას ყველაზე კონსტრუქციული გზით პასუხობს. გააზრებული საუბარია“, -აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.
ამასთან, პესკოვმა დაამატა: „ბევრი მას არ ეთანხმება – სრულიად, ან ნაწილობრივ, თუმცა ყოველ ჯერზე ყველა აღნიშნავს, დისკუსიისთვის, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად საფუძველი არსებობს. ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია“.