დიმიტრი მედვედევმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა - კარგი შესაძლებლობაა სიკვდილით დასჯის აღსადგენად
კარგი შესაძლებლობაა სიკვდილით დასჯის აღსადგენად, – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ რუსეთისთვის ორგანიზაციაში წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების საკითხს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„კარგი შესაძლებლობაა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების აღსადგენად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების თავიდან ასაცილებლად, მაგალითად, როგორიცაა სიკვდილით დასჯა, რაც, სხვათა შორის, აქტიურად გამოიყენება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში“, – განაცხადა მედვედევმა.
უკრაინაზე რუსეთის შეირაღებული თავდასხმის საპასუხოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერდა.