დიმიტრი მედვედევი - დიდი ბრიტანეთი იყო, არის და იქნება რუსეთის მარადიული მტერი, ჩვენ არ გვაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები
დიდი ბრიტანეთი იყო, არის და იქნება რუსეთის მარადიული მტერი, – ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს.
„ჩვენ არ გვაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები. დიდი ბრიტანეთი იყო, არის და იქნება ჩვენი მარადიული მტერი“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
შეგახსენებთ, პოლიტიკოს ვლადიმერ ყარა-მურზას მოწამვლისა და დაპატიმრების საქმეზე დიდმა ბრიტანეთმა ხუთ პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირებს შორის არიან რუსი გამომძიებლები და მოსამართლე, უსაფრთხოების სამსახურის ორი აგენტი, რომლებსაც კავშირი აქვთ 2015 და 2017 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწამვლასთან.