დიმიტრი გაბუნია - თბილისის მერიამ ატენის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღო
დიმიტრი გაბუნია - თბილისის მერიამ ატენის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების გაუქმებაზე გადაწყვეტილება მიიღო

 

თბილისის მერიამ ატენის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის გაგრძელების უფლება ინვესტორმა მიიღო,- ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია პირადად მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძისგან მიიღო.

გაბუნიას თქმით, მოსახლეობა ამ გადაწყვეტილების საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ამასთან, ადვოკატი ხვალ სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო პროკურატურას მერიის მაღალჩინოსნების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხზე მიმართავს.