მეზობლების ინფორმაციით, ატენის ქუჩაზე მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
მეზობლების ინფორმაციით, ატენის ქუჩაზე მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

თბილისში, ატენის ქუჩაზე ძმამ და და დედა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, – ამის შესახებ გარდაცვლილების მეზობლები საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა. მეზობლებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგეს.

ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. საცხოვრებელ კორპუსთან, რომელიც ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.

ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების ვერსიით, 30 წლამდე მამაკაცს, რომელიც უცხოეთიდან ახლახანს დაბრუნდა, კონფლიქტი ჰქონდა დასთან და არ არის გამორიცხული, მომხდარიც ამას უკავშირდებოდეს.

დატოვე კომენტარი