დიმიტრი ცქიტიშვილი - ხორავას ქუჩის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა სავსეა პოლიტიკური საკითხებით, მინისტრების გადაყენებებით
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მომზადებული წინასწარი დასკვნით კონკრეტული თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
როგორც დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, დასკვნა სავსეა პოლიტიკური საკითხებით.
„მანიპულირებენ პროცესით, რადგან ჯერ ერთი ვერსია წარმოადგინეს, 27-ში თუ 28-ში, მერე გუშინ წარმოადგინეს მნიშვნელოვნად განსხვავებული ვერსია. საბოლოო ჯამში თვითონვე გამართეს პროცესი ისე, რომ არ დატოვეს დრო შეჯერებისთვის და შეთანხმებისთვის. გუშინ აღმოჩნდა, რომ პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ და უნდათ ჩვენ გადმოგვაბრალონ. ცოტა არ იყოს პოლიტიკურ სპეკულაციებში შევიდნენ. მქონდა მოლოდინი, რომ ისინი გადალახავდნენ პოლიტიკურ ამბიციებს. როდესაც გასაჯაროვდება ეს დოკუმენტი, ნახავთ, სავსეა პოლიტიკური საკითხებით. მინისტრების გადაყენებებით, რომელთაც კავშირი არ აქვთ, პრაქტიკულად ყველას დაჭერა და ა.შ.”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.