დიღომში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
დიღომში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

დიღომში „ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რობაქიძის ქუჩაზე მდებარე ბანკში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით ბანკიდან გარკვეული თანხა გამოიტანა.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.  უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მიიმალა. მიმდინარეობს აქტიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით ზუსტად არ არის დადგენილი წაღებული თანხის ოდენობა.