დიღომში ძლიერმა ქარმა ნაგვის ურნა წაიღო, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
ამ დროისთვის, თბილისში, სანზონაში ძლიერი ქარია. გურამიშვილის გამზირზე, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია.
ამინდის გაუარესების გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უწყება მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.