თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდნენ.
შემთხვევა დიღომში დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.
შსს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილიო ფეხით მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა. მათივე ცნობით, ავტომანქანის მძღოლს ტერიტორია არ დაუტოვებია.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.