დიდ დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სავარაუდოდ გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცია.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ცხედარი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, რომ გარდაცვლილს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.