ლანჩხუთის სოფელ ჯურუყვეთში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ლანჩხუთის სოფელ ჯურუყვეთში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც  ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა ვასილ ბურძგლამ განაცხადა, მამაკაცი მეზობელმა ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვა.

„ახალგაზრდას ძალიან კარგად ახასიათებენ. უკონფლიქტო ადამიანი იყო. გარდაცვალების ვერსიებზე არ საუბრობენ. დანარჩენს გამოძიება დაადგენს“,- განაცხადა  ვასილ ბურძგლამ.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმე 115-ე მუხლითაა აღძღული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.