მუშტაიდის ბაღთან შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

15:35, 25.01.2018

დავით ყიფიანის ქუჩაზე, მუშტაიდის ბაღთან შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.

მსგავსი