დიდუბის რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
„თელასის“ ცნობით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს დიდუბის რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის I კორპუსის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.